19 ივლ 2026
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის სასარგებლოდ, ანგარიშით 16:5, დასრულდა, სამხრეთ აფრიკამ ზედიზედ მეორედ იზეიმა ჩემპიონობა. ფინალურ მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდა.
20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი ახალმა ზელანდიელებმა დაიკავეს, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ კი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა მე-12 ადგილზე დაასრულეს. 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. ცნობისთვის, საქართველომ „მსოფლიო რაგბის" ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლა. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისის ავჭალისა და „შევარდენის“ სარაგბო კომპლექსებს, ასევე ქუთაისის „აიას“ კომპლექსში შემავალ სამ სტადიონს.