საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ბათუმში მიმდინარე ევროპის ლიგის B დივიზიონის გათამაშებაში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს

19 ივლ 2026

დღეს საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ბათუმში მიმდინარე ევროპის ლიგის B დივიზიონის გათამაშებაში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. 18 ივლისს გამართულ ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ლატვიასთან დრამატულ შეხვედრაში 4:5 დამარცხდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში გოლები ლომიძემ, შამილაძემ, მახარაძემ და ქურდაძემ გაიტანეს.  მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბათუმის ქვიშის არენაზე ნორვეგიას 18:00 საათზე დაუპირისპირდება.   19:30 საათზე კი, ტურნირის ფინალში ლატვიის ნაკრები აზერბაიჯანს შეხვდება. აზერბაიჯანელებმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ნორვეგია 6:1 დაამარცხეს. ორივე შეხვედრის პირდაპირ ტრანსილირებას აჭარის მაუწყებლის ეთერში იხილავთ, რის გამოც 18 საათსა და 20 საათზე საინფორემაციო გამოშვებები ეთერში არ გავა.