19 ივლ 2026
რუსეთის იერიშს კიევზე მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევში დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად დედაქალაქის სულ მცირე 5 რაიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა სავაჭრო ცენტრები და ავტომობილები. ასევე, სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა „ლუკიანოვსკაიას“ მეტროსადგური, რის შემდეგაც მისი მუშაობა დროებით შეჩერდა.