სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებით 6 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა

18 ივლ 2026

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე კიდევ ერთი მონაკვეთი დასრულდა. ავტოტრანსპორტისთვის სრულად გაიხსნა მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ლანჩხუთსა და მიმდებარე სოფლებზე გადის.

პროექტის ფარგლებში აშენდა ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, ექვსი ხიდი, ორი სატრანსპორტო კვანძი, მოეწყო საქონლის გადასასვლელები და ადგილობრივ გზებთან დამაკავშირებელი გასასვლელები. სამტრედია–გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი ავტომაგისტრალი ოთხ მონაკვეთად შენდება. ამ დროისთვის მოძრაობა უკვე გახსნილია მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზე, რაც ნიშნავს, რომ საერთო ჯამში ექსპლუატაციაში 42,5 კილომეტრი შევიდა. სამუშაოები გრძელდება პირველ, 9,5-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის დასრულება 2027 წელს იგეგმება.

სამტრედია–გრიგოლეთის გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის დასრულების შემდეგ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა, შემცირდება მგზავრობის დრო, გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოება და საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება.

საქართველოში უკვე ექსპლუატაციაშია 389 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. სამშაოები 60-მდე კმ-ზე მიმდინარეობს. წელს კიდევ 11 კმ ჩქაროსნული გზის გახსნაა დაგეგმილი.