პარტია "ერთიანი ნეიტრალური" საქართველო რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიას განაგრძობს

18 ივლ 2026

პარტია "ერთიანი ნეიტრალური" საქართველო რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიას განაგრძობს. რიგით მე-8 რეგიონული ოფისის პრეზენტაცია ოზურგეთში, სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. ღონისძიებას გურიის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" 2028 წლის არჩევნებისთვის ემზადება  და როგორც პარტიის წევრები ამბობენ, მუშაობენ საარჩევნო პროგრამაზე, რომელიც თითოეული რეგიონის სპეციფიკაზე იქნება მორგებული.