18 ივლ 2026
დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გამოგზავნილი წერილი და გზავნილები - პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას - ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვის თაობაზე.
ამერიკის პრეზიდენტის წერილს აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც. „ქართულ ოცნებაში“ წერილს მნიშვნელოვან გზავნილს უწოდებენ და მოლოდინი აქვთ, რომ მას ურთიერთობებში ახალი ნაბიჯების გადადგმა მოჰყვება. დონალდ ტრამპი გამოგზავნილ წერილში მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს მილოცვისთვის და აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის გაძლიერებას.