10 ივნ 2017
ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის შექმნილი სახელმწიფო პროგრამა და გუნდები, რომლებიც დაფინანსების სქემას იწუნებენ. 2016 წელს შექმნილ ფონდში მუნიციპალიტეტებმა დაახლოებით იმდენივე თანხა გადარიცხავენ, რამდენითაც გუნდებს აფინანსებდნენ.
მაგალითად ხულოს გამგეობამ პროგრამის ფარგლებში ფონდს 200 ათასი ლარი გადაურიცხა, საფეხბურთო გუნდ “ხიხანს” კი აქედან 50 ათასი ლარი ერგო. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დაფინანსება გუნდის ეროვნულ ლიგაში თამაშის შედეგებზეა დამოკიდებული.