18 ივლ 2026
ბათუმში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის 100 წლის საიუბილეო გასტროლი გრძელდება. დღეს, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე, მაყურებელმა სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ იხილა.
ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილმა წარმოდგენამ მაყურებელი თოჯინების, მუსიკისა და ცეკვის სამყაროში გადაიყვანა. სპექტაკლი, რომელიც ქართული ფოლკლორის ელემენტებს აერთიანებს, დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას რეჟისორობით შეიქმნა.
საბავშვო წარმოდგენა საიუბილეო პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ბათუმში ორ თეატრალურ სივრცეს აერთიანებს. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ზღვისპირა ქალაქში ჯამში ექვს სპექტაკლს წარმოადგენს საიუბილეო გასტროლი დღეს საღამოსაც გაგრძელდება. 20:00 საათზე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე, მაყურებლის წინაშე სპექტაკლი „უცნობები“ წარდგება. თეატრის 100 წლის საიუბილეო პროგრამა ბათუმში 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.