ჩინეთში მეწყერმა 8 ადამიანი იმსხვერპლა

18 ივლ 2026

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჩუნცინის ერთ-ერთ რაიონში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 34 დაკარგულად ითვლება — ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი ავრცელებს. 
პრეზიდენტმა სი ძინპინმა სტიქიის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დაუყოვნებლივ დაწყება ბრძანა და მომხდარი მეწყრის მიზეზების გამოძიება მოითხოვა. მეწყერმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაანადურა.
მიმდებარე ტერიტორიებიდან ათასზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია გახდა საჭირო. ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ  შემთხვევის ადგილზე 100-კაციანი სამაშველო ჯგუფი გაგზავნა.