საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

18 ივლ 2026

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ვიზიტისას ქალაქ გონდომარში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას პორტუგალიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ლევან წურწუმიასთან ერთად დაესწრო.  
კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ექვსი სპორტსმენი იცავს. მინისტრი სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა.
ცნობისთვის,  მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორი ქართველი არბიტრი - თეონა თვაური და ილია სიმონიანი - მსაჯობს.  აღსანიშნავია, რომ 2029 წელს მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ისტორიაში პირველად საქართველო უმასპინძლებს. გადაწყვეტილება პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში, ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების მმართველობითი საბჭოს  სხდომაზე გამოცხადდა.