თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი

18 ივლ 2026

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა მაყურებლს  „მაზურკა ფოგო“ წარუდგინა.
საკულტო დადგმის რეჟისურა და ქორეოგრაფია თავად პინა ბაუშს ეკუთვნის.
ფესტივალი წელს უკვე მეშვიდედ იმართება, მასში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და საბალეტო დასები მონაწილეობენ. თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი ხვალ დაიხურება.