18 ივლ 2026
ბათუმში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის 100 წლის საიუბილეო გასტროლი გრძელდება. გუშინ, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე მაყურებელმა მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ლამბალო და ყაშა“ იხილა.
წარმოდგენა საიუბილეო პროგრამის ნაწილია, რომელიც ბათუმში ორ თეატრალურ სივრცეში იმართება და სხვადასხვა ასაკის მაყურებლისთვის განკუთვნილ ექვს სპექტაკლს აერთიანებს.
საიუბილეო გასტროლი დღეს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაგრძელდება. მაყურებელს დღის განმავლობაში ორი სპექტაკლი — „რწყილი და ჭიანჭველა“ და „უცნობები“ ელოდება. ბათუმში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის საიუბილეო პროგრამა ხვალ დასრულდება.