18 ივლ 2026
რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის, თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და სამეცნიერო რეკომენდაციების ფერმერებისთვის გაცნობის მიზნით ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განიხილეს სფეროში მოქმედი ახალი რეგულაციები, ისაუბრეს ვაზის ადგილობრივი ჯიშების პოტენციალზე, სავენახე ნიადაგების თავისებურებებსა და მათი მართვის თანამედროვე მიდგომებზე.
შეხვედრის დასასრულს ჯიღაურას საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს, სადაც ქართული ვაზის გენეტიკური რესურსია დაცული. გაიმართა ქვემო ქართლისთვის დამახასიათებელი და პერსპექტიული ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია.