17 ივლ 2026
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ქართველ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. „არაფორმალური განათლების პროგრამის“ ფარგლებში მოსწავლეები ონლაინ ფორმატში შობლიურ ენის სწავლებასთან ერთად, საქართველოს ისტორიასა და კულტურას ეცნობიან.
სასწავლო პროცესს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შერჩეული და გადამზადებული კვალიფიციური პედაგოგები წარმართავენ.
პროგრამის ადმინისტრირება საგნობრივი პორტალის „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ მეშვეობით ხორციელდება, სადაც შესაძლებელია რეგისტრაცია, სასწავლო ჯგუფისა და პედაგოგის შერჩევა. ხელმისაწვდომია ასევე სასწავლო რესურსებიც.
პორტალი „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ 2025 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს და ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ 3 500-მდე მოსწავლეს აერთიანებს.