17 ივლ 2026
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათი, რასაც თავის მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა და დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული გუშინ დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.