17 ივლ 2026
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, ოპოზიციამ საგარეო საქმეთა მინისტრს გზავნილები დაუწუნა.
ლელოს წევრების თქმით, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ემსახურება ანტიქართულ ინტერესებს და არაფერს აკეთებენ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
ექს-პრემიერის პარტიაში კი აცხადებენ, რომ საერთაშორისო პლატფორმა მინისტრმა ოკუპაციაზე სასაუბროდ არ გამოიყენა.
რაც შეეხება ხელისუფლებას აქ განმარტავენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე მინისტრის ვაშინგტონში ყოფნა წინ გადადგმული ნაბიჯია.