17 ივლ 2026
თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, ხელისუფლება ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბრობს, ოპოზიცია კი საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილებაზე. საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.
მთავრობის შეფასებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული როლის გაძლიერებას ემსახურება. თუმცა, ხელისუფლების ამ პოლიტიკას განსხვავებულად აფასებს ოპოზიცია.
პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველო აქტიურად ავითარებს ურთიერთობებს აღმოსავლეთის ქვეყნებთან, მაშინ როდესაც დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები კვლავ დაძაბული და გაყინულია. მისი შეფასებით, ეს საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილებაზე მიუთითებს.
ხელისუფლება ამ შეფასებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება მხოლოდ ეკონომიკური და სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება და დასავლურ კურსს არ ცვლის.