გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები საქართველოს და თურქმენეთის მთავრობის წევრებს შორის

17 ივლ 2026

პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის  პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.  

შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.  

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და სატრანზიტო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. აღნიშნულ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის  განვითარების ხელშეწყობაზე და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ფინანსურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო, ასევე  ჯანდაცვის,  განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

დოკუმენტების გაცვლის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თურქმენეთის პრეზიდენტი დაესწრნენ.