17 ივლ 2026
გერმანიის ქალაქ კიოლნის მახლობლად, ნოერვენიხის საჰაერო ბაზაზე, გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღეს ფრანკო-გერმანული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში, რომელზეც ბირთვული შეკავების, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის, შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებისა და კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მხარეებმა ისტორიული ნაბიჯი გადადგეს და დაამტკიცეს გერმანიის პირველი მონაწილეობა საფრანგეთის ბირთვულ წვრთნებში.