ხვალიდან ბათუმში, ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

17 ივლ 2026

ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ცვლილება ძალაში ხვალიდან, 18 ივლისიდან შევა. 

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ორმხრივი მოძრაობის აღდგენის მიზნით ქუჩაზე შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა:

მოიხსნა ძველი და დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები;

განახლდა საგზაო მონიშვნები (მიმმართველი ისრები, გზაგამყოფი ზოლები და სხვა);

შუქნიშნები გადაეწყო ორმხრივი მოძრაობის ახალ რეჟიმზე.

ბათუმის ავტოტრანსპორტი მოუწოდებს მძღოლებს, გადაადგილებისას ყურადღება მიაქციონ განახლებულ საგზაო ნიშნებს, მონიშვნებსა და შუქნიშნების სიგნალებს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული საგზაო მოძრაობის წესები და უსაფრთხოება.