თურქმენეთის კულტურის რუსთაველის ეროვნულ თეატრში

17 ივლ 2026

რუსთაველის ეროვნულ თეატრში თურქმენეთის კულტურის დღეები გაიხსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრმა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კულტურული პროგრამა მოიცავდა ლიტერატურულ, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ თურქმენეთის სახალხო და დამსახურებული არტისტები, მუსიკოს-შემსრულებლები და ფოლკლორული ცეკვის ანსამბლი „მირასი“. 

რუსთაველის თეატრის ფოიეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თურქმენ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა.