17 ივლ 2026
“ბათუმური ეზო” - გალა კონცერტი გაიმართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. კონცერტზე შესრულდა პოპულარული და ყველასთვის საყვარელი სიმღერები, კომპოზიციები, რომლებიც ზღვისპირა ქალაქს მიეძღვნა.
მუსიკალური საღამო მოიცავდა ასევე ბათუმურ ისტორიებს, ძველი ეზოს ამბებს, რომელსაც მსმენელს გიორგი კალანდია უყვებოდა.
მუსიკალური საღამო კი გამოირჩეოდა პროგრამის მრავალფეროვნებით. მან გააერთიანა ცნობილი ქართველი მომღერლები. ბათუმს საღამოზე უმღერეს ალექსანდრე მრელაშვილმა, ჯემალ სეფიაშვილმა, ცისანა სეფიაშვილმა, დავით არჩვაძემ, გია ნიკოლაძემ, მაია ჯაბუამ, თემურ თათარაშვილმა, ელენე ფოჩხუამ, ნატო თურმანიძემ, გურანდა დოლიძემ.
საღამომ მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა.