ტეხასში ძლიერი წყალდიდობაა

17 ივლ 2026

ორი ადამიანი იმსხვერპლა ტეხასში ძლიერმა წყალდიდობამ. ქალაქ კერვილში ადიდებულმა მდინარემ  ქუჩები დატბორა და ავტომობილები გაიტაცა.

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა მოსახლეობას მომდევნო 24 საათის განმავლობაში რეკორდული ნალექისთვის მომზადება ურჩია.

სტიქიის ზონაში  მოქცეულია კემპ მისტიკი, ქრისტიანული საზაფხულო ბანაკი გოგონებისთვის გვადალუპეს მდინარეზე, სადაც გასული წლის კატასტროფამ  მრავალი ახალგაზრდა იმსხვერპლა.

რეგიონში ძლიერი მუსონური შტორმების გამო ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ცენტრალური და სამხრეთ არიზონის დიდ ნაწილზე, პრესკოტიდან და ფენიქსიდან სამხრეთით ტუსონის გავლით და მექსიკის საზღვრამდე  წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.