აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადება

17 ივლ 2026

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანზე დარტყმების უახლესი ტალღა დაასრულეს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით განხორციელდა.

„აშშ-ის ძალებმა, მათ შორის გამანადგურებლებმა, საჰაერო დრონებმა და სამხედრო გემებმა გამოიყენეს მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა, რომლითაც ირანის ათობით სამხედრო სამიზნეს დაარტყეს, როგორიცაა სანაპირო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვის ობიექტები, სამხედრო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა და საზღვაო შესაძლებლობები“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

სარდლობის თქმით, მათი ოპერაციის მიზანი ირანის იმ სამხედრო შესაძლებლობების კიდევ უფრო შესუსტებაა, რომლებიც საერთაშორისო კომერციულ გადაზიდვებსა და სამოქალაქო ეკიპაჟებს საფრთხეს უქმნის.