17 ივლ 2026
რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა შავი ზღვის პორტ ოდესაზე, რომელიც მოსკოვის ხშირი სამიზნეა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. დაზიანდა 11 საცხოვრებელი სახლი - წერს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ტელეგრამზე.
„მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. ფაქტობრივად, ერთი საჰაერო განგაში მეორის მიყოლებით ისმის. ის თითქმის მუდმივად ჩართულია“ - წერს ლისაკი.