17 ივლ 2026
13 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება პირს, რომელიც ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა დანით ორი პირი დაჭრა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებულებს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდათ.