პრემიერ-მინისტრი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

17 ივლ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ ხე სიაოცუენს შეხვდა. მთვარობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყების განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ტურიზმის, ისე ხალხთაშორისი კავშირებისა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და მზად არის, ხელი შეუწყოს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.