17 ივლ 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა და შეხვედრის მონაწილეების სიტყვით მიმართა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.
მინისტრის თქმით, საქართველო აღნიშნული გამოწვევების თვალსაჩინო მაგალითია და ბოლო წლებში არაერთი მცდელობა იყო მიმართული დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებისკენ.