თურქმენეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

17 ივლ 2026

საქართველოში ვიზიტით მყოფმა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდი-მუჰამედოვმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ოფიციალურ სტუმრებთან ერთად, გმირთა მოედანზე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა.