17 ივლ 2026
თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გრძელდება. სერდარ ბერდი-მუჰამედოვს დღეს უმასპინძლა პრემიერ-მინისტრმა როგორც გაფართოებულ, ისე პირისპირ ფორმატებში.
ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა.
შეხვედრების დასრულების შემდეგ ლიდერმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაფართოებული ტიპის შეხვედრაზე იმსჯელეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გარღმავებაზე, სატრანსპორტო ლოჯისტიკური კავშირების გარღმავებასა და ტურისტული ნაკადების ზრდაზე.