„ტორპედო“ გავარდა, „დილა“ და „დინამო“ მომდევნო ეტაპზე გავიდნენ

17 ივლ 2026

გაიმართა კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები. სამი ქართული კლუბიდან ორი მომდევნო ეტაპზე გავიდა, ერთი კი გავარდა.

დინამო „თბილისმა“ ლუქსემბურგის „მონდორფთან“ საკუთარ არენაზე ფრე 1:1 ითამაშა, თუმცა პირველი შეხვედრა სტუმრად 2:1 ჰქონდა მოგებული, ფრე კი საკმარისი იყო რომ „დინამო“, შემდეგ ეტაპზე გასულიყო.

გორის „დილამ“ სან-მარინოს „ვირტუსს“ პირველ მატჩში 3:1 მოუგო და წყვილის ფავორიტადაც ითვლებოდა, მართალია, ქართული გუნდი სტუმრად დამარცხდა 0:1, მაგრამ მეორე ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხა.

რაც შეეხება ქუთაისის „ტორპედოს“, გუნდს აზერბაიჯანულ „ზირასთან“ პირველი შეხვედრა გასვლაზე 0:3 ჰქონდა წაგებული. ქუთაისელებმა მეტოქეს ვერც ამჯერად დაუპირისპირეს ვერაფერი. საკუთარ მოედანზეც ანალოგიური ანგარიშით დამარცხდნენ და ევროტურნირს გამოეთიშნენ.

მეორე ტურში „დინამო“ თბილისის მეტოქე ლიეტუვისჟალგირისი“ იქნება, გორის „დილა“ კი კვიპროსის „აპოლონს“ დაუპირისპირდება.