16 ივლ 2026
"საქართველოს ვიცე-პრემიერი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს მინისტერიალზე, რომლის ინიციატორი და მასპინძელია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.
აღნიშნული მინისტერიალი მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებას. დაახლოებით 60 ქვეყანა იყო მოწვეული და მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე.
აქვე აღსანიშნავია, რომ მინისტერიალი ფოკუსირებული იქნება დისკუსიაზე, რომელიც დაეთმობა ამ მომძლავრებული საერთაშორისო გამოწვევის, ერთი მხრივ, შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ, აშშ-ის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას."