16 ივლ 2026
ოზურგეთში, დაბა ანასეულში "გურიის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერან ფერმერთა კავშირის" მიერ, წლევანდელი თაფლის მოსავლის აღება-დაწურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება აკადემიკოს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩატარდა.