საქართველოს პორტებში საოპერაციო ეფექტურობის ზრდის პოზიტიური დინამიკა წელსაც შენარჩუნებულია

16 ივლ 2026

საქართველოს პორტებში საოპერაციო ეფექტურობის ზრდის პოზიტიური დინამიკა წელსაც შენარჩუნებულია. ნავსადგურებში თანამედროვე  საოპერაციო პრაქტიკის დანერგვის, პროცესების ოპტიმიზაციის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით  მნიშვნელოვნად გაიზარდა წარმადობა  და საპორტო  ოპერატორებს  უფრო დიდი ტონაჟის  გემების მომსახურება შეუძლიათ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 6 თვეში საქართველოს პორტებში მიღებული გემების ჯამური ტვირთამწეობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 10.7 მილიონს მიაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წლის სამ თვეში ტვირთამწეობის ზრდამ ტონებში 4.4% შეადგინა.