16 ივლ 2026
ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საერთაშორისო სემინარი და ტურნირი შოტოკან კარატეში „OPEN GEORGIA“. შეჯიბრების პირველ დღეს საწვრთნელი სემინარი გაიმართა, რომელიც მსოფლიოს შოტოკან კარატე დოს ფედერაციის შიხანკაის წევრმა, საქართველოს შოტოკან კარატე დოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ხაჯიშვილმა ჩაატარა.
სემინარში მონაწილეობდნენ შიხანკაის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ტურნირის პირველ დღეს ასევე გაიმართა შეჯიბრებები დისციპლინა კატა-ში, რომელიც ტექნიკის დემონსტრირებას ნიშნავს.
ორდღიანი სემინარი და ტურნირი კუმიტეთი დასრულდა. რომელშიც ინდოეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, კორეისა და საქართველოს 250 მწვრთნელი და მებრძოლი მონაწილეობდა. ასპარეზობს როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. ტურნირი საქართველოს შოტოკან კარატე დო-ს ფედერაციის ორგანიზებითა და ბათუმის სპორტული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.