ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო

16 ივლ 2026

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა უნივერსიტეტის ღია სივრცეში. სტუდენტებმა 4 წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა საღამოს სტუმრებს სხვადასხვა ფორმით გაუზიარეს.

გაიმართა კონცერტი, შესრულდა მუსიკალური ნომრები და დასასრულს დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი სამოსის დეფილე მოეწყო. სტუდენტებს სიტყვით მიმართეს პროფესორ-მასწავლებლებმა და მათ ცხოვრების ახალი ეტაპზე წარმატებები უსრუვეს.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი წელს სამი ფაკულტეტის 65-მა სტუდენტმა დაასრულა.