გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში

16 ივლ 2026

“ვიეტნამური კერამიკის ხელოვნება“ - ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დღეს გამოფენა გაიხსნა.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს მუზეუმის ფონდსაცავში დაცული ვიეტნამური კერამიკული ნაკეთობების  უნიკალურ კოლექციას გაეცნოს.

გამოფენაზე წარმოდგენილი დეკორატიული ვაზები, საყვავილეები, ქოთნები და ინტერიერის სამშვენისები 1986 წელს ქალაქ ბიენჰოში შეიქმნა.