16 ივლ 2026
თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.
შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრეს China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა და ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის და საავიაციო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.