ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი ოფიციალურად გაიხსნა

16 ივლ 2026

ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი ოფიციალურად გაიხსნა. ატრაქცია ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი და საინჟინრო ნაგებობა სრულიად განსხვავებული კუთხით აღმოაჩინონ.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტი კომპანია „აქტივიტმა" განახორციელა.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ზიპლაინის სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყო და ერთი თვის წინ დასრულდა.

ატრაქციის წარმომადგენელთა თქმით, ახალი სათავგადასავლო ზიპლაინის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორების ნაკადს.