16 ივლ 2026
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნულ ფედერაციასა და სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მხარეების პირველმა პირებმა, - სიმონ ნოზაძემ და ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოაწერს.
მემორანდუმი სპორტის აღნიშნული სახეობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ფედერაციის და ფონდის ამოცანები ძირითად საკითხებში იდენტურია, რაც მხარეებისთვის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო.