15 ივლ 2026
ბათუმის სპორტის სასახლეში დღეს დაიწყო საერთაშორისო სემინარი და ტურნირი შოტოკან კარატეში „OPEN GEORGIA“. დღეს ტარდება საწვრთნელი სემინარი, რომელსაც მსოფლიოს შოტოკან კარატე დოს ფედერაციის შიხანკაის წევრი, საქართველოს შოტოკან კარატე დოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ხაჯიშვილი ატარებს. მის გარდა სემინარში მონაწილეობენ შიხანკაის წევრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
დღესვე გაიმართება შეჯიბრებები დისციპლინა კატა-შ-, რომელიც ტექნიკის დემონსტრირებას ნიშნავს. ხვალ კი ტურნირი კუმიტეში, - ორთაბრძოლებში ჩატარდება. სემინარ-ტურნირში ინდოეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, კორეისა და საქართველოს 250 მწვრთნელი და მებრძოლი მონაწილეობს.
ასპარეზობა როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება.