ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა არ უნდათ? - ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე

15 ივლ 2026

ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა არ უნდათ? - ასე ეხმაურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებას.

გვარამიამ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში. საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.

„ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა არ უნდათ?“, - წერს ანანიძე.