15 ივლ 2026
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მთაწმინდის პანთეონში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან და მწერალთა სახლის დირექტორთან, ქეთევან დუმბაძესთან ერთად დაესწრო.
საიუბილეო ღონისძიებაზე ვაჟა-ფშაველას ლექსის - „ჩემი ვედრების“ მიხედვით შექმნილი წარმოდგენა გაიმართა.