15 ივლ 2026
მწერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. საღამო მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ გახსნა.
მწერალთა სახლში გამართულ საღამოს ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული უძღვებოდნენ, რომლებმაც ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ასევე მათივე ავტორობით შექმნილ წიგნ-ალბომზე - „ვიცანი, ღმერთო, სამყარო - ვაჟა-ფშაველას ნაკვალევზე“ ისაუბრეს.
გამოცემა ვაჟა-ფშაველას შესახებ უცნობ მოგონებებს და მამის შესახებ გულქან რაზიკაშვილის მონათხრობს აერთიანებს.