ცხოველური წარმოშობის ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის  რეფორმა

15 ივლ 2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასაკლაოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც  ცხოველური წარმოშობის ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის  რეფორმა განიხილეს. 

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა, ბიზნესსექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით, სამუშაო ფორმატში განიხილეს სასაკლაოების მოწყობის ზოგადი წესები და  ნარჩენების მართვის საკითხები.