ქართველ ტურისტებს ჩინეთის მთავარ ფინანსურ, ტექნოლოგიურ და ტურისტულ ქალაქში პირდაპირი ფრენით სტუმრობა შეეძლებათ

15 ივლ 2026

ქართველ ტურისტებს ჩინეთის მთავარ ფინანსურ, ტექნოლოგიურ და ტურისტულ ქალაქში პირდაპირი ფრენით სტუმრობა შეეძლებათ. შანხაიდან თბილისში პირველი რეისი დღეს ჩამოფრინდება.

რეგულარული ავიარეისების დანიშვნის თაობაზე საბოლოო შეთანხმება საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ჩინური ავიაკომპანიის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ერთ-ერთი უდიდესი ჩინური ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.