15 ივლ 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით „კასპის კოლეჯში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე გივი მიქანაძემ მონაწილეებთან ერთად კოლეჯების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლეჯების ინსტიტუციური განვითარებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.