15 ივლ 2026
თბილისის "იბერიამ" ესტონური "ფლორას" ბარიერი ორი მატჩის ჯამში 5:4 დაძლია და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. "იბერიას" სტუმრად 3:2 ჰქონდა მოგებული და თბილისურ მატჩშიც მოგებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ორბურთიანი უპირატესობა ადრეი დემჩენკოს გუნდმა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
სტუმართა კარში ორივე გოლი ნიკა სიხარულაშვილმა გაიტანა. "იბერია" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც ბრატისლავის "სლოვანს" დაუპირისპირდება.
პირველი შეხვედრა თბილისში 21 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი 28 ივლისს.