15 ივლ 2026
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელმაც მთლიანად ტურნირის ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთი 2:0 დაამარცხა და 2010 წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პირველად გავიდა.
ფრანგების კარში პირველი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გავიდა, რომელიც ლამინ იამალის წაქცევის გამო დაინიშნა.
პენალტი ზუსტად ოიარსაბალმა შეასრულა. 58-ე წუთზე კი ესპანელთა უპირატესობა პორომ გაზარდა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.
ესპანელთა მეტოქე ინგლისსა და არგენტინას შორის გამარჯვებული იქნება. მატჩი დღეს 23:00 საათზე დაიწყება.