სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15 ივლ 2026

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში - შპს “კობი თევზი” ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600 ). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები: ვადაგასული სურსათი, ჰიგიენური ნორმების, ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.